უკვე მოიცალეთ? ძალიან კარგი.
ხანდახან დგება მომენტები, როცა გინდა საკუთარი ფიქრები, ემოციები სხვებს გაუზიარო. სწორედ ამიტომაც შეიქმნა სოციალური ქსელი. (ცუკერბერგი კი გამდიდრდა ჩვენნაირების ხარჯზე:) ვფიქრობ ბევრი დამიგროვდა სათქმელი და ამიტომაც ვაკეთებ ბლოგს. მე არ მოგახვევთ თავს ჩემ წარმოდგენებს, არ ჩავერთვები თქვენთან პოლიტიკურ პოლემიკაში, არ გიპასუხებთ კითხვაზე: "სტალონე მოერევა, თუ შვარცნეგერი?" მაგრამ დიდი სიამოვნებით ვეცდები დაგანახოთ სამყარო, ისეთად, როგორც მე ვხედავ, სხვა კუთხით გაჩვენოთ ფილმები, გაგრძნობინოთ მუსიკა, აღმოგაჩენინოთ ახალი სივრცეები ლიტერატურულ სამეფოში, გამოგზაუროთ ფერთა ქვეყანაში და თუ ოდნავ მაინც დაგაინტერესეთ ხელოვნებით, ან რაიმე შევცვალე თქვენს გემოვნებაში (უკეთესობისკენ, რათქმაუნდა!) ჩათვალეთ, რომ მიზანს მივაღწიე.
ხანდახან დავწერ ჩემი განცდების შესახებ, მაგრამ ეს მხოლოდ იმისთვის რომ განვიტვირთო. ისე, თქვენც გირჩევთ ემოციების გადატანას ფურცელზე ან ეკრანზე. განტვირთვის კარგი საშუალებაა. თუ ეს იდეა არ მოგწონთ, ან საკუთარი გრძნობების აფიშირება გიჭირთ, შეგიძლიათ უბრალოდ ასე მოიქცეთ: დფგფგაგგეროგეოსდჯფო0იუტერჯკსდნფვლოკერ0იოტ ანუ უაზროდ გააჭენოთ თითები კლავიატურაზე.
რაც შეეხება ბლოგის სახელს : Imaginepepperland
Pepperland-ი The Beatles-ის მიერ შექმნილი წარმოსახვითი სამყაროა და John Lennon-ის Imagine ყველას გაქვთ მოსმენილი. ამ წარმოსახვით სამყაროში კი ისე ვგრძნობ თავს, როგორც... არა, ზოგჯერ უკეთაც კი, ვიდრე საკუთარ სახლში.
ასე რომ, მოკალათდით Yellow Submarine-ში და შემოცურეთ ჩემს სამყაროში, Pepperland- ში!
i am your follower!
ReplyDeleteLucy in the sky with diamonds :)
ReplyDeleteშენი ბლოგის ფანი ვარ :)
გახსოვს ისდღე, სანაპიროზე რო მივაბიჯებდით? :)
ReplyDeleteყვთელ წყალქვეშა ნავზე გეუბნები
აჰა, დავუყევი და გავსულვარ კიდეც ბოლოში!
ReplyDeleteგისურვებ უამრავ კარგ მასალას პოსტებისათვის, რომელთაც აუცილებლად წავიკითხავ :)