Pages

Sunday, May 22, 2011

Power To The People- გუშინ და დღეს

    იმ დღეს უნივერსიტეტში არ წავსულვარ. უჟმური ამინდი იდგა და სულაც არ მეხალისებოდა მეორე კორპუსში მისვლა ქიმიის გულისგამაწვრილებელი ლექციის მოსასმენად. სახლში ვიჯექი და პრესას ვათვალიერებდი. ეს ის ბედნიერი დრო გახლდათ ჩემს ცხოვრებაში, როცა ტელევიზორი არ მქონდა. გაფუჭებული კი არ იყო, საერთოდ არ მქონდა. არ მესმოდა გაუთავებელი ყაყანი პოლიტიკაზე, მყუდროებას არ მირღვევდა ხორხე-ენრიკესა და ლუსიას მრავალტანჯული სიყვარულის ისტორიები. ფეხბურთის ყურება გვაკლდა ერთადერთი, მაგრამ ამასაც ვიტანდით როგორღაც. ახლა საერთოდ აღარ ვუყურებ ფეხბურთს, ტელევიზორს მითუმეტეს.
    ხოდა, იმას ვამბობდი, ჟურნალს ვკითხულობდითქო, და მობილურმა დარეკა. Deda- ეწერა ეკრანს. "იცის, რომ ახლა ლექციაზე უნდა ვიყო, ნეტა რა უნდა?"
    მცირე ყოყმანის შემდეგ ვუპასუხე.
   - სად ხარ?
   -სად ვიქნები? უნივერსიტეტში, ქიმიაზე. რა იყო?
   -არაფერი.
   გათიშა.
   "რა ხდება ნეტა? არასოდეს არ მირეკავს ხოლმე ასე მოკლედ. ან რა უნდოდა საერთოდ? ხომ არ ჩამოვიდა გაუფრთხილებლად და ფანჯარაში მდგომს ხომ არ მომკრა თვალი?"
   კვლავ მობილურის ზარი. Mama
   -სად ხარ?
   -რა იყო, უნივერსიტეტში ვარ. რა მოხდა, დედიკომ დამირეკა წეღან და...
   -ლექციების მერე პირდაპირ სახლში წადი!
   -რა არი აღარ იტყვი ადამიანო? ხო მშვიდობაა?
   -არაფერი არ არი! სახლში წადი პირდაპირ!
    ეს უკვე რაღაც არ მომწონს. ბებიას რომ რამე მოსვლოდა, პირდაპირ მეტყოდა. "სახლში წადი პირდაპირ!"- უცნაურად ჟღერს. სხვაგან გახვევა არ მყვარებია არასდროს...
   -რაღაცა ხდება, რატი!
   -რა უნდა ხდებოდეს? მოიცა, მირეკავენ!- ტელეფონის ასღებად გავიდა რატი თავის ოთახში.
   კვლავ დედაჩემმა დამირეკა,
   -რა ხდება ხალხო, აღარ მეტყვით? ცალკე გიამ დამირეკა, ცალკე ახლა შენ, ბებია ხო კარგადაა?
   -ბებია კარგადაა. აქცია დაარბიეს, არეულობაა. პირდაპირ სახლში წადი იცოდე.
   -დაარბიეს? მერე ჩემთან რა გინდა? რომელი მომიტინგე მე მნახე?
   -არეულობაა ქუჩაში. შეიძლება ურესიც მოხდეს.
   -უარესი რა უნდა მოხდეს?- ვკითხე ისე, თორემ  პასუხი ისედაც ვიცოდი.
   -რა მოხდა 91-ში? დროზე მიდი სახლში! 
   -კაი, ჰო! მივალ სახლში და დაგირეკავ...
   -რატი, აქცია დაურბევიათ!
   -ვიცი, ხო! დედაჩემმა მითხრა და სახლში მიდი მალეო!
   -შენც, ბიჯო?- გამეცინა მე.
   -ისეთი რა უნდა ყოფილიყო, ა?
   -რავი მე?- მხრები ავიჩეჩე.
   რამდენიმე საათის შემდეგ კომპიუტერის სათამაშოდ ჩავედით ეზოში. "ფლეისთეიშენზე" ფეხბურთის თამაში გვიყვარდა. დღეს არ "ვმაზავდით".
მაღაზიიდან გავდიოდით გვერდით ოთახში, სადაც "სონები" იყო. ხალხი კუთხეში, ჭერთან ახლოს მიკიდებულ ტელევიზორს გაფაციცებით მიშტერებოდა. "ალბათ აქციის კადრებია"-გავიფიქრე.
   -რა ხდება?
   -ხალხი დაარბიეს!
   -რატი, გაიგონე?
   -მოდი კაცო, ჩავრთე უკვე.
   -მოვალ, ხო!
    ნახევარი საათის შემდეგ...
   -გაიგე ტო?
   -რა, ძმობას გაფიცებ?
   -"იმედი" დაარბია სპეცნაზმმა. ვიღაცეები დაუბრედიათ კიდე!
   -კაი ატრაკებ ეხა! რა დაბრიდეს, რეებს ბაზრობ?
   -დაბრედვით არ ვიცი ტო, მარა კომენდატურის თუ რაღაცის საათიაო და რაღაცა მაგ პონტში.
   -კომენდანტის საათი?- საუბარში ჩავერთე გვერდით მოთამაშეებს და ახლად შემოსულ ბიჭს შევხედე.
    -ხო რა! დაჟე, ეს სამი დღე დასვენების პონტში გამოცხადდა!
    -ვაა! რატი, ხვალ არ ვსწავლობთ!
    -მერე?
    -რა მერე? 1 საათი კიდევ დავამატოთ დროს. ხვალისთვის სამეცადინო არ გვაქვს!
    -მიდი მაგისიც...
    7 ნოემბრის უჟმური ღამე იდგა...

    21 მაისს, გუშინწინ, ბაზალეთიდან ვბრუნდებოდით. სამეცნიერო კონფერენცია გვქონდა. თამარ მეფის ხიდთან გაჩერდა ჩვენი "მარშუტკა". დავინახეთ, როგორ ჩაიარა წყლის ჭავლის მანქანამ, შემდეგ ორმა სამხედრო ავტომ, ერთზე წითელი ჯვრით. შემდეგ კი ამას მოჰყვა პატარა ყვითელი სამგზავრო ავტობუსების კოლონა, უნიღბო სპეცრაზმელებით ბოლომდე გაჭედილი.
    "ალბათ კიდევ ტელევიზიის მისასვლელი გადაკეტეს. თან იქვე პოლიციის შენობაა, რომელიც სტრატეგიულ ობიექტად ითვლება. მასთან 20 მეტრზე ახლოს აქციის ჩატარება კანონდარღვევაა! ვიღაცეებს დასცხებენ"-გავიფიქრე, ხმამაღლა კი წავიმღერე:
                                 Power to the People,
                                 Power to the People...
     -ვინაა ეს პროვოკატორი? დაჯექი კაცო, არ დაგვიჭირონ!- გაეცინათ წინა რიგებში გოგონებს.
     -ჯონ ლენონის სიმღერის ტექსტის პერიფრაზირებისთვის თუ დამიჭერენ კარგად ყოფილა საქმე!- გამეცინა და სიმღერა განვაგრძე...
      სიმღერა უცებ მომენტმა მოიტანა, მინდოდა დაძაბული სტუდენტების ყურადღება სხვა რამეზე, ხელოვნებაზე გადამეტანა. ხოლო თუ რას ვფიქრობ ამჟამად შექმნილ მდგომარეობაზე, რომელსაც "რევოლუციას" უწოდებს ოპოზიცია,  აქ შეგიძლიათ წაიკითხოთ! შემდეგ კი ჭეშმარიტად რევოლუციურ და ნამდვილად ადამინთა ბედზე მზრუნველ მომიტინგეთა ჰიმნს მოუსმინეთ.

2 comments:

  1. როცა სკამი ბრწყნავს, ადამიანის ბედი ვის აინტერესებს, თუ ღმერთი გწამს :)))))
    ერთადერთი ხელოვნება მოიცავს ბედნიერ ადამიანს :)

    ReplyDelete
  2. 7 ნოემბერს 14 წლის ვიყავი და მეგობრებთან ერთად იქ წასვლას სერიოზულად ვაპირებდი, კიდევ კარგი დროზე გაიგეს ჩემებმა :))
    ეჰ, აღარ გვეშველება ჩვენ :)

    ReplyDelete