Pages

Saturday, June 11, 2011

ბარიგა

-ალო!
-რავა ხარ ბრატ? გურამა ვარ!
-ააა, ხო! რავა ხარ გურამ?
-ისე რა... ცუდად! საქმე მაქვს შენთან! გცალია დღეს?
-რა საქმე?
-კაი რას გამოიშტერებ თავს! რა საქმე უნდა მქონდეს მე შენთან?
-ხო არ უბერავ? რა ქარაგმებით ბაზრობ?
-ე ბიჯო, არ მინდა ტელეფონში ბაზარი! იტოგში, გცალია, თუ არა?
-ეეე! ხო, მცალია. ამო!
   ტელეფონი გათიშა და დივანზე მოისროლა. აბაზანისკენ წაჩანჩალდა. გაუპარსავ სახეს მოკრა თვალი სარკეში. "რას გავხარ, შე ჩემა?"- ჩაილაპარაკა და ონკანი მოუშვა.
   ცოტა ხნის შემდეგ უკვე სავარძელში იჯდა და გაზეთს ათვალიერებდა. "მოვა ახლა და დაიწყებს ისევ თავისებურად: "ძმურად, მიშველე, ხო იცი ძმა ხარ... მაგანაც გაატრაკა რა!" შეამჩნია, რომ ნახევარი გვერდი უკვე წაეკითხა, მაგრამ  წაკითხულიდან აღარაფერი ახსოვდა. "რას ვკითხულობდი? ოხ, გურამ შენი ..."- შეიკურთხა და გაზეთი მოისროლა. პულტს დაუწყო ძებნა, მაგრამ ასეთ დომხალში ვერსად მიაგნო. "არა რა! ჩემი გამოსწორება არ იქნება!"
   ზარის ხმა მოესმა. ზანტად წამოიწია სავარძლიდან და იატაკზე დაგდებულ გაზეთს დასწვდა. დაკუჭა და ნაგვის ურნაში ისე ისროლა, როგოც ბურთი კალათში. ააცილა. დაგორგალებული გაზეთი ახლა სამზარეულოს მაგიდის ქვეშ აღმოჩნდა. "ფუ შენი, რა თარს ფეხზე ვარ!"
-ვა, ზდაროვა ბრატ! რავა ხარ?
-ნარმალნა! თავად?
-აუ, ცუდად ტო! უნდა მიშველო!
   "დაიწყო!"-გაიფიქრა და ამოიხვნეშა.
-მიდი, იბაზრე!
-უსაფრთხოა?- იკითხა გურამმა და არეული ოთახი მელიას თვალებით მოათვალიერა.
-არ აგაწნა ბიჭო! რაებს ბაზრობ დაუკვირდი!
-აუ, იზვინი, რა! ხო იცი რო ლომკისას იზმენა მაქვს! არ გაგიტყდეს, ხო იცი, ჩემი ძმა ხარ!
-მიდი ჰა! ამოალაგე დროზე რა გინდა! გასასვლელი ვარ.
-კაროჩე, წინაზე რო მომეცი გახსოვს? კიდე მინდა ერთი ზახოდი.
-რა მოგეცი აბა?
-გურამ რჩეულიშვილის "მუნჯი ახმედა და ზღვა". აუ, რა გამისწორდა იცი?
-ე ძმაო, ეგ ვის არ გაუსწორდება?
-გაქვს კიდე, რჩეულიშვილის რამე?
-ეგ ძმაო რედკი ვეშია. წინა საუკუნისაა რაც არ უნდა იყოს.
-ეგ მინდა მეც, თორე არ გავკარი "საიდუმლო სირობას"!
-ბიჯო გადამრევ შენ! გაქვს წაკითხული, რომ აგინებ?
-არა ტო! არ გამისწორებს ვიცი!
-თუ არ იცი, ნურც აგინებ! კარგ მთქმელს- კარგი გამგონეო!
-დამიწყე ახლა მორალი! ამათაც რა ვუთხარი, სათავეში რო ზიან! ხელოვნებას კაცი აკრძალავდა? გამომაშტერა ამ სერიალებმა  და პოლიტიკურმა თოქ-შოუებმა!
-"სხედან", და არა "ზიან? ნუ იტყვი, აკრძალვამდე ხო ატალახებდი ბიბლიოთეკის კარებს!
-კაი რა! გაიგე, ვახტანდა რო დაიჭირეს?
-როდის? რაზე?
-რაზე დაიჭერდენ? გამსახურდიას "დიონისოს ღიმილი" უშოვია სადღაც და წაკითხვის მერე დაწვა დავიწყებია! ფაქტით ხელში დაიჭირეს რა. აღიარებაში თქვა: 15-ჯერ წავიკითხე და რომ მომცეთ კიდევ ამდენჯერ წავიკითხავო!
-ეჰ, გამსახურდია.. მიჩვევა იცის კი. წიგნს რა უქნეს?
-რას უზამდნენ? საჯაროდ დაწვეს!
-უხხხხ, მე მაგათი უწიგნარი დედა ...
-კაი ჰო! ნუ აიჭრები!
-რა? შენ იცი რა არის საერთოდ "დიონისოს ღიმილი"? იცი??? მე ვიცი! 16 წლის ვიყავი პირველად რომ წავიკითხე და მისი სუნი ახლაც მახსოვს! ასეთი წიგნის განადგურება ქვეყნის წინაშე ჩადენილი ცოდვაა!
-ეგეთი მაგარია ვითომ?- წარბი ასწია გურამმა.
-ე, მაგარი ის სიტყვა არაა. გენიალურია, გენიალური.
-მოკლედ გაქვს ჩემთვის რაიმე? ვკვდები კაცი!
-ა, ჰო! მაქვს. "ალავერდობა". საოცარი რამაა. მოგცემ და წაიღე. ნელა წაიკითხე და დაუფიქრდი. ცოტას დაგგრუზავს, მაგრამ აქ რაღაცას მაინც მოგიმატებს!-თქვა და საფეთქელზე მიიკაკუნა თითი.
-აქ დამელოდე, მოვძებნი და მოგცემ. შენ ამასობაში რაც მოსაცემი გაქვს შეამოწმე.
    სააბაზანოსკენ წავიდა სწრაფი ნაბიჯით. უნიტაზის "ბაჩონკას" თავი მოახრახნა და იატაკზე დადო. ცელოფნის პარკი ფრთხილად ამოიღო ცივი წყლიდან და წვეთები ხელით მოაშორა. ფაქიზად შეხსნა ზონარი და ფურცლები ამოიღო. სწრაფად გადახედა და საჭირო რაოდენობა შეარჩია. დანარჩენები უკან შეინახა, თავი მოუკრა პარკს და კვლავ წყალში ჩაუშვა.
-აჰა, ესეც რჩეულიშვილი. გახსოვდეს, რაც გითხარი! აბა, სანაცვლოდ?
-აჰა, რეზო ინანიშვილის "მირანდუხტ" მაქვს შენთვის.
-ვა, ოქრო ხარ! ბავშვობის მერე არ წამიკითხავს.
-მაგარი მოთხრობაა, თან კარგადაა შენახული! მოკლედ, ერთი გოგოა, მირანდუხტი ჰქვია და...
-სტოპ! გაგიჟდი? რას აკეთებ?
-ა, ხო! ბოდიში. ისე, არ გენანება რჩეულიშვილის გაცვლა?
-მისმინე, თუ ეს მოთხრობა ვინმეში მაინც რაღაცას გააღვიძებს, გამოაფხიზლებს და ღირეულს შემატებს აზროვნებას, მზად ვარ მთელი ჩემი ბიბლოთეკა სულ უფასოდ დავარიგო. რა გინდა ძმაო, ვიღაც ბინძური ბუკინისტი არ გეგონო, ხელოვნებას რომ ფულზე ყიდის და მერე წყნარად იძინებს. წიგნს, ფირფიტას, კინო-ლენტას რომ ყიდი, უკეთესს რას ყიდულობ? მე სანაცვლოდ კვლავ წიგნებს ვითხოვ, ანუ მე ვცვლი, ხელოვნება მოძრაობაში მომყავს და ვცდილობ ერთი მფეთქავი ძარღვი მაინც შევუნარჩუნო. სადღაა ახლა ჩემისთანა ხალხი?
-ხოდა, ამიტომ გეუბნები ჩემი ძმა ხართქო! კიდე რა გაქვს, რომ ვიცოდე წინასწარ?
-გოდერძი ჩოხელის მთლიანი წიგნი მაქვს!
-კაი ეხლა, ნუ ღადაობ!
-წადი შენი, რას გებაზრები...
-კაი, მართლა? იცოდე, ჩემამდე ვინმეს თუ მისცემ დაგიჭერ და...
-ჰო, კაი,კაი ახლა! ჯასტინ ბიბერი არ დამაჭრა ყურებზე!
-კაი, გავვარდი მე. ერთი სული მაქვს, სახლში როდის განვმარტოვდები. სპასიბა კი არადა, მადლობა!
-წარმატებები.
    თვალი ჩააყოლა, კიბეზე როგორ ჩარბოდა და გულის ჯიბეში შენახულ ფურცლებზე როგორ დაედო ხელი გურამს. გაეღიმა და ოთახში დაბრუნდა.
   "ერთხელაც გაუქმდება კანონი "ხელოვნების აკრძალვის" შესახებ, და მერე ისე იქნება, როგორც მანამ. მთელ ხმაზე ჩავრთავ ბიტლზს, ლენონს, მაკას, ჰარის, ბეთჰოვენს, ყველაფერს რაც კი არსებობს. მზის ჩასვლისას წავიკითავ სელინჯერს სანაპიროზე, გვიან ღამით ვუყურებ ლარს ფონ ტრიერის, ჯარმუშის, ოძუს, გას ვან სანტის ფილმებს. ეჰ, როდის მოვა ის დრო? მანამდე ისევ ხელოვნების გავრცელებით უნდა გავიტანო თავი. მერე რა, რომ სანაცვლოდ მოტანილ წიგნებს ვერ შეჭამ? მთავარი ის ხომ არაა, კუჭს აივსებ თუ არა? სანამ წიგნი მაქვს, ყველაზე მდიდარი მათხოვარი ვიქნები მთელს დედამიწაზე."
    სავარძელში მოთავსდა, მაგიდაზე ორად გადაკეცილ ფურცლების დასტას დასწვდა და დაიწყო: "მაღაზიაში სამი განყოფილება იყო, სამი გამყიდველი მუშაობდა, ორი ქალი- მარო და მარგალიტა, ერთიც კიდევ კაცი, გერონტი...."

7 comments:

  1. მართლაც რომ აიკრძლოს უფრო კაი იქნება იქნებოდა, აკრძალულ ხილს ხო უფრო ეტანება ხალხი და ეს სიტყვებიც " მე ვცვლი, ხელოვნება მოძრაობაში მომყავს და ვცდილობ ერთი მფეთქავი ძარღვი მაინც შევუნარჩუნო. სადღაა ახლა ჩემისთანა ხალხი ?" ნაკლებ აქტუალური იქნებოდა !
    p.s. აჰა დავნაყრდი როგორც იქნა. მადლობა, მშვენიალური იყო :)

    ReplyDelete
  2. დამშეულობა წარმოვიდგინე და ახლა რომ პერიოდი მიდგას ისაა სწორედ. მშიაა, მაგრად. კვირის განმავლობაში რომ ერთ წიგნს ბოლომდე ვერ დაამთვრებ, ცილოვანი შიმშილი დაგეწყება კაცს აბა რა იქნება.
    სუნთქვაშეკრულმა წავიკითხე. მეგონა წამლის ბარიგებზე წერდი, და კაი არაფერი გავიფიქრე :D ამაზეა ნათქვამი, ნანახმამოლოდინს გადააჭარბაო. :)))

    ReplyDelete
  3. ომ მე უარეს დღეში ვიყავი თავიდან. სანამ ამ პოსტს დადებდა ნარკომანებზე ველაპარაკებოდი და ჩემს თავში შემეპარა ეჭვი, თავი ვანგად წარმოვიდგინე :დ
    მე 2 კვირაა წიგნი არ წამიკითხავს (ლიტერატურა) და უკვე მეშინია ჩემი თავის :((
    დიტო ამაზეა ნათქვამი "შიგ გულში მოახვედრაო", მომხვდა გულზე :))

    ReplyDelete
  4. სალ, შენთან ლაპარაკისას გამეხსნა აზრი და აჰა შედეგი:)
    აუ, ომ, ბრავო ძმაო! ქირურგიის გადამკიდე ფილმს ვერ ვუყურებ, წიგნზე საუბარიც ზედმეტია!
    მადლობა ყველას!
    P.S. თქვენს სიახლეებს როდის უნდა ველოდო?

    ReplyDelete
  5. მე 3 კვირაა To do list-ს ვწერ და ვერ მოვაბი თავი :( შემომეჩვია სიზარმაცე :(
    ხშირად მელაპარაკე ხოლმე რა ;)

    ReplyDelete
  6. მაგას მეც ვწერ! :) ვნახოთ რა გამომივა! :)

    ReplyDelete
  7. ბოლო ორ ცალ კომენტარში ჩემი ხელწერა ვიგრძენი ; ))) კარQი ხარ ძიმიტრიი ; ) მომეწონე და თან შიმშილობა ამეწვა..... წავედი ეხა გადავიფარებ საბანს თავზე და ჩავძვრები წიგნში [ხეპპი]

    ReplyDelete