Pages

Thursday, June 16, 2011

U-Torrent-ობა დღეს

მოკლედ რა ხდება. ახლახანს ჩავრთე კომპიუტერი და აღმოვაჩინე, რომ Torrent საიტები დაბლოკილა. მიზეზი კი არც მეტი, არც ნაკლები "აგვისტოს 5 დღე"!
ამ ფილმზე კინო-თეატრში წასვლა მას შემდეგ გადავიფიქრე, რაც გოგი გვახარიასეული განხილვა წავიკითხე. ამას დაემატა მეგობარი კინომანების შეფასებები და გადაწყვეტილებაც გავამყარე. ნამდვილად არ მაქვს ზედმეტი 10 ლარი უაზრობაში გადასაყრელად, მითუმეტს, რომ  "ბოევიკები" ნამდვილად არ ზის ჩემს კინო გემოვნებაში. რასაც ვიწერთ დღეს: პროგრამებს, თამაშებს, ფილმებს, მუსიკას- ყველაფერი პირატულია! რა, არ იცოდით ამის შესახებ? თუ ლიცენზირებული გნებავთ, გადაიხადეთ ბატონო ფული! მაგრამ არის კი დღევანდელობაში ამის საშუალება? მოკლედ, ამაზე საუბარი შორს წაგვიყვანს...
ნამდვილად არ ვაპირებდი ამ ფილმის "პირატული" ვერსიის გადმოწერას, თანაც ორიგინალში. სამწუხაროდ, იმდენი ინგლისური არ ვიცი, მაგრამ, პრინციპში რა აზრი აქვს? მაქსიმუმ ერთ თვეში ყველა ტელეკომპანია აჩვენებს საზეიმოდ ამ საოცრებას. ( არ გეჩვენებათ, "ბრჭყალები" არ გამომიყენებია!) რათქმაუნდა სუბტიტრებით და უბრალო ერს საშუალება მოგვეცემა კიდევ ერთი ჰოლივუდური "ჰიტი" წავიკითხოთ.
დღეს არც ტორენტის გამოყენებას არ ვაპირებდი, მაგრამ აკრძალვამ პროტესტის გრძნობა გამიჩინა. არ მინდა ბატონო მე თქვენი "აგვისტოს 5 დღე", ეგებ სხვა რამეს ვეძებ! რა, არა მაქვს უფლება? ახლა სურვილი მაქვს პრინციპულად გადმოვწერო ჰარლინის "შედევრი" და შემდეგ წავშალო, ისე რომ ერთი კადრიც კი არ ვნახო! მიზეზი მარტივია, ამ ფილმის ნახვა ისევ შემქმნელთა წისქვილზე ასხამს წყალს. ხომ შეიძლება, კომპიუტერის ეკრანზე ნანახმა არ დამაკმაყოფილოს და დიდი ეკრანისკენ გავწიო? (მეტი არაა ჩემი მტერი!!!)
კიდევ კარგი, არსებობს ხალხი, ვინც სხვაზე ზრუნავს და ამ U-Torrent-ობის ჟამს არ ივიწყებს თანამოძმეთ! აქ და აქ შეგიძლიათ გაიგოთ, თუ როგორ უნდა მოიქცეთ.
                                                           I Love

11 comments:

  1. ტორენტების დაბლოკვა, ეჭვი მაქვს, რომ ადრევე იყო დაგეგმილი. ბოდიში და, ამ ყლეობის მნახველი ბევრი ადამიანია. ნამდვილად არ მაქვს სურვილი, ერთ კადრს მაინც ვუყურო შეფასებებისა და ტრეილერის შემდეგ :) მაგრად მოსინჯონ ტრაკებით ის სკამები, სადაც სხდებიან!
    ბურჭულაძეს დავესესხები, ზაზას, და ვიტყვი : რას უშვრება ეს მთავრობა ,, შერონ სთოუნის წილხვედრ''(ბრავო!) ქვეყანას?

    ReplyDelete
  2. ომარ რა გინდა ჰა? მე რომ ვუყურე და მომეწონა მერე რა?

    ReplyDelete
  3. საქმე იმაში კი არაა სალ, უყურებს თუ არა ვინმე! რატომ მიბლოკავ იმას, საკუთარი ინტერესებისთვის, რაც მე მჭირდება? დავიჯერო, rutracker-ი და nnm-club-ი მაგათმა რუსეთშიც დაბლოკეს? ანუ მათ შეუძლიათ პირატული ვერსიის ნახვა, რაც ისევ და ისევ უმაღლესი ეშელონების სურვილია, და ქართველებს არა? ვიმეორებ, ტორენტი მარტო "აგვისტოს 5 დღე" არაა!!! ეს არის ბრაზის მიზეზი.

    ReplyDelete
  4. დიტო შენზე არ ვამბობ. კარგად გავიგე რისი თქმაც გინდოდა. უბრალოდ მე ის არ მესმის როდესაც ფილმი არ გაქვთ ნანახი როგორ განიხილავთ წინასწარ მის ავკარგიანობას, თუნდაც გვახარიას სტატიის შემდეგ :) მიუხედავად იმისა, რომ მას დიდ პატივს ვცემ, მაინც არ ვეთანმხები ამ კონკრეტულ შემთხვევაში))
    ომ, შენგან გამკვირვებია ბურჭულაძის სიტყვების მოხმობა ;)

    ReplyDelete
  5. სალ, ვნახე ფილმი, ოღონდ არა "პირატულად" გადმოწერილი. ონლაინში ვუყურე ერთ-ერთ დაუბლოკავ საიტზე. პოსტის დაწერის მერე მივხვდი, ერთია არ უყურო, მეორეა არც გინდოდეს. ამიტომაც, ნამდვილად შემიძლია ფილმი გავაკრიტიკო. პირადად მე მართალია დიალოგების უმეტესება საერთოდ ვერ გავიგე, მაგრამ მინდა გითხრა, რომ პირადად მე ისეთი შეგრძნება დამრჩა, რომ ცხოვრების საათ-ნახევარი წამართვეს... ერთადაერთი, რაც ფილმში ნამდვილად გრძნობებს იწვევს, ესაა ფილმის ბოლოს დაზარალებულების რეალური ისტორიები. ეს არაა ის ფილმი, რომელიც მსოფლიოს აგვისტოს ომის შესახებ აატირებს!

    ReplyDelete
  6. ომ, ზედმეტი დრო არ დაკარგო! შენ ისედაც სულ გადარბენაზე ხარ! არ ღირს, პირადად ჩემი აზრით!

    ReplyDelete
  7. მეც ონლაინში ვუყურე წუხელ) ინგლისურის ცოდნით ვერ დავიკვეხნი, მაგრამ გავიგე :დ არ ვიცი, შეიძლება იმიტომაც მომეწონა რომ ზედმეტად განვიცადე 2008 წლის ომი და ძალიან ემოციური ვარ. თუმცა ვაღიარებ, დიდი მხატვრული ღირებულების მატარებელი არ არის.
    ამ ფილმს ცალკე პოსტს მივუძღვნი მერე, თუ არ დამეზარა :))

    ReplyDelete
  8. ეს ამბავი რისი ბრალია იცი? რეკლამირება ისეთი გაუკეთეს ჩვენთან გადაღებების დროს, რომ ბევრს მოელოდა ხალხი ამ ფილმისგან. პირადად მე მეგონა, რომ იქნებოდა რამდენიმე აფეთქების და სროლის სცენა, მაგრამ წამვანა მოტივი იქნებოდა ის ტრაგედია, რაც უბრალო ხალხს დაატყდა თავს. რაც შეეხება მიშაზე კადრებს, ეს თავიდანვე პროპაგანდა იყო, მაგრამ ვთვლიდი, რომ გაამართლებდა. საბოლოოდ შავი პიარი გამოვიდა მთელი ფილმი.

    ReplyDelete
  9. არაა, შავი პიარი რატომ გამოვიდა? :? რა ვიცი, რა ვიცი მე მომეწონა))

    ReplyDelete
  10. თათიას მამის სცენა ნამდვილი მარაზმი იყო. დაღუპული ჯარისკაცის მანქანიდან გადმოგდებაც. რუსული მხრიდან 3 პერსონაჟის გამოყოფა შეიძლება და აქედან ორი მათგანი დადებითად დახასიათდა. არ ჩანს უბრალო მოსახლეობის და ჯარისკაცების გმირობის ფაქტები. მთავარსარდლის ბრძანების არშესრულება დანაშაულია დატრიბუნალი სჯის მას. ეს სუფთა ამერიკული ვარიანტია. მტირალი ხელმძღვანელობა და ომის მერე მოზეიმე ხალხი, როცა დამარცხდი, სირცხვილია! თბილისის კადრებს რომ ნახულობ, შთაბეჭდილება მრჩება, რომ ტურისტულ რეკლამას ვუყურებ. კიდე გავაგრძელო?

    ReplyDelete
  11. დამჩაგრე! :)) კარგი, აღარ მინდა...

    ReplyDelete