თავი ასტკივდა, თვალები ჩაუსისხლიანდა, დაიღალა...
კარგახანია ასე აღარ მოსვლია. ცხოვრების უაზრობამ, მონოტონურობამ სულიერად გატეხა. რამდენიმე დღეა წესიერად აღარ სძინავს. გამოთიშული დაყიალობს ქუჩაში. მის მოძრაობაში ხალისის ნატამალსაც ვერ შეამჩნევ. უგერგილოდ მიაბიჯებს თავჩახრილი. აზრებს თავს ვერ უყრის, კონცენტრაცია უჭირს ერთ საგანზე. საკუთარ რაობას ჩაუღრმავდება და უფრო უკვდება გული. ხვდება, არავინ არაა, არაფერს წარმოადგენს, სიტყვა არ ეთქმის არაფერში. როგორღაც ახერხებს სიცოცხლის ძაფს ჩაეჭიდოს, არარაობის შეგრძნებას გაუმკლავდეს. ჯერ-ჯერობით გამოსდის. ალბათ, ოდესმე გატყდება ფიზიკურადაც. "მეგობარი მაინც მყავდეს, ისეთი, რომ მიმახრჩოს და ეს მტკივნეული ცხოვრება შემიმოკლოს"- ფიქრობს თავისთვის, და სადღაც გულისსიღრმეში უხარია კიდეც, რომ მსგავს ადამიანს ჯერ არ გადაჰყრია.
მაინც მიხოხავს ეკლიან ბილიკზე...
გვირაბის ბოლოს უკუნი ეგულება.
ამ დროს გშველი ხოლმე, მგონი :)
ReplyDeleteმე ვიცი, რაც მიშველის! :D
ReplyDeleteხოდა უშველე თავს :)
ReplyDeleteარ მოგეწონებათ ჩემი არჩევანი! :D
ReplyDeleteინწერესნა :)) სმაილებზე მეცინება :D
ReplyDeleteხო ხედავ, როგორ ვცდილობ რომ შევიცვალო! :D
ReplyDeleteშენ როგორ უნდა გაგიმეტოს ვინმემ მისახრჩობად? :))
ReplyDeleteსიცილის უკან რამხელა ტრაგედია იმალება ხოლმე ხანდახან :)))