Pages

Sunday, October 16, 2011

ნაპერწკალი

   მოწყვეტით ჩაეშვა ტყავის რბილ სავარძელში. გვერდით ექიმები ისხდნენ და პაციენტზე ჭორაობდნენ. წინა ღამის ნაქეიფარი თავს შეუძლოდ გრძნობდა. ზედმეტად ბევრი არაყი დალია და ახლა ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს გულმა და კუჭმა ანატომიური ადგილები გაცვალეს. სტომაქში საოცარი არეულობა იგრძნობოდა, ცოტაც და პირში სოდის გემოს იგრძნობდა, შემდეგ კი ნერწყვდენა აუტყდებოდა. უცებ, კვლავ  მოუარა საოცარმა ჟინმა. ხმა მის ირგვლივ მინავლდა, სიტყვები გაურკვეველი გახდა, გამოსახულება გაუფერულდა. მან იცოდა, ეს რასაც ნიშნავდა...
   ჩანთიდან კონსპექტის ქსერო-ასლი ამოიღო. გადაატრიალა და სუფთა გვერდს დააცქერდა. საწერკალამი ნერვიულად აათამაშა ხელში. "მიდი, რაღას უცდი?"- ჰკითხა წარმოსახვას. ტვინში რაღაცამ თითქოს ციალი დაიწყო...
   "გურამი კორიდორში ბოლთას სცემდა. ნერვიულად დააბოტებდა აქეთ-იქით. მარცხენა ხელს მტკივან მუხლზე იკიდებდა. სახრის ტკივილს ჭკუიდან გადაჰყავდა ახალგაზრდა კაცი.
   "აქამდე როგორ მოვედი? რა დაემართა ჩემს ახალგაზრდულ სულს? სად გაქრა ის მხნეობა, ენერგია, ციბრუტივით რომ ატრიალებდა, აწ უკვე ლეშად ქცეულ, ჩემს კუნთმაგარ სხეულს?"
   ვინც მას ადრე იცნობდა, კარდინალურ ცვლილებას ადვილად შეამჩნევდა. ერთდროს ყველა თავყრილობის სულისჩამდგმელი, დაუცხრომელი მოქეიფე, პირველი დამრტყმელი, ახლა ისე მომჩვარულიყო, სიბრალულს იმსახურებდა..."
   ექიმებმა ჭორაობა შეწყვიტეს. მათ მზერას ის სხეულით გრძნობდა. ერთი ოდნავ წინ წამოიწია, რომ ოკრობოკრო ნაწერი გაერჩია. არ ესიამოვნა...
   ლექტორი დაინახა, მისკენ რომ მოემართებოდა. ფურცლები დაკეცა და თეთრი ხალათის ჯიბეში ჩაიდო.
-როგორ ხარ, ლიპარტელიანი?
-არამიშავს, პატივცემულო.
-როგორაა შენი საქმე?
-ცუდად...
-არა, ძალიან ცუდად! მერე? რას აპირებ?
-არ ვიცი...- თავი დახარა.
"ჩემს იდიოტიზმზე შეგიძლია იცინო"- აკუტაგავას სიტყვები მოუვიდა ანაზდად თავში. მიხვდა, ზედგამოჭრილად შეეფერებოდა ეს ფრაზა.
   ლექტორმა გზა განაგრძო. ჭორიკანა ექიმები ამჯერად თვალებით ბურღავდნენ მის მოკუნტულ სხეულს. სოდის გემო იგრძნო, ნერწყვმა დენა დაიწყო. " როგორც იქნა!"- გაიფიქრა და საპირფარეშოსკენ წალასლასდა...

11 comments:

  1. მომეწონა, დიტო :)

    ReplyDelete
  2. მადლობა, სალ! :)

    ReplyDelete
  3. ეს დაწერა მომავალმა ექიმმა... განკითხვის ჟამი ახლოა აშკარად :) :P:P

    ReplyDelete
  4. :) განკითხვის ჟამი ჩემი ნაწერით განირჩევა? :)

    ReplyDelete
  5. ეს ორი წელიც, მერე რეზიდენტურა და ჰაუსს დაემსგავსები შენ. დროა მიხედო მაგას, რაც გაწუხებს, თორე იმასავით დაგემართება და გაიკეთე მერე წარწერა ფეხებზე: ,,ეს ფეხი არა'' ,,არც ეს''
    ბოროტულად გამოვიდა მგონი :D

    ReplyDelete
  6. რავა, ფეხი გაწუხებს შენც??

    განკითხვის დღეო? აბა, რა... ექიმები სვამენ, შვილები მშობლებს აღარ უჯერებენ, ახალგაზრდებს კომპიუტერის მეტი არაფერი აინტერესებთ :) აპოკალიფსია, აბა, რა არის :)

    ახლა, ჩემგან არ გესწავლება, მაგრამ არყით ჩასკდომა მაპატიე და არაა კარგი...

    ReplyDelete
  7. ერთხელაც მართლა მოვიცლი ჩემი ჯანმრთელობისთვის და მერე ნახეთ თქვენ! :):)

    არყით ჩასკდომა კარგი რომ არაა, ჩემზე უკეთ მგონი არავინ იცის! :) მითუმეტეს იმ დღის შემდეგ. ლუდი, მეგობრებო, ლუდი! :):):):)

    ReplyDelete
  8. მე მეგონა, მუზის კარნახით აატკივე საწყალ გურამს ფეხი...

    ლუდის რა გითხრა, აგერ ჰეინეკენს მთავაზობდნენ გუშინ და შორს დავიჭირე :)

    ისე, ყველაფერს ბედი უნდა, კოჭლი გენიოსი რომანტიკულია, ბაირონიდან დაწყებული ჰაუსით დამთავრებული. მე კი რა მემუქრება, ისიც შორიდან?? ყოვლად პროზაული (რომ არ ვთქვათ მახინჯი) რადიკულიტი :)

    ReplyDelete
  9. ლუდის რა გითხრა, აგერ ჰეინეკენს მთავაზობდნენ გუშინ და შორს დავიჭირე :)

    ესეთი რამე კიდევ რომ მითხრა, იცოდე ინფარქტი დამემართება!!! :):)

    ისე, ყველაფერს ბედი უნდა, კოჭლი გენიოსი რომანტიკულია, ბაირონიდან დაწყებული ჰაუსით დამთავრებული.

    მე ეგ არ მემუქრება! ალბათ "ხეიბარ იდიოტობას" გამოვკრავ ხელს... :)

    ReplyDelete
  10. miuxedavad imisa rom sashinlad gaqvs simtvralis shemdgomi periodi agwerili mainc gavipiqre exla "dalevda kaci arays". am dgeebshi tu chems blogze am stilis posti naxo, plagiatizmshi nu damadanashauleb. :)

    ReplyDelete
  11. რა კარგი რაღაცები დაგიმატებია ბლოგისთვის :) მარჯვნივ განსაკუთრებით :) მადლობა!

    ReplyDelete