Pages

Sunday, October 9, 2011

Jealous Guy- უსისხლო ბრძოლის ქრონიკები. ნაწილი 1.

   მოკლედ, დავიწყე! მთელი დღეა ამის დაწერა მინდა, მაგრამ გადავდე, გადავდე და აჰა!  ეს დღეც გასრულდა. სხვა დროს სიზარმაცეს დავაბრალებდი, მაგრამ ეს სულ სხვა შემთხვევაა. ყველამ იცის, რომ როცა რაიმე, ან ვინმე ზედმეტად გიყვარს, მის შესახებ დაწერა რთულია. აქ ირთვება თვითკრიტიკის, წინააღმდეგობის ჭინკა, და სულაც შედევრი რომ შექმნა, მაინც უკმაყოფილო დარჩები.

1941 წლის 9 ოქტომბერი. ლივერპული.

დღე, რომელმაც შეცვალა მსოფლიო.


    დიახ, მეგობრებო! სწორედ ამ ბავშვმა გააკეთა ეს.  დაიბადა მაშინ, როცა მთელი ინგლისი მასიურად იბომბებოდა, და სწორედ ამიტომაც იყო ალბათ რომ მთელი ცხოვრება ომს, დამყაყებულ აზროვნებას და თვით ღმერთსაც ებრძოდა. იბრძოდა უსისხლოთ. სიტყვით და მისი მუსიკით. პაციფისტობა კი სულში ჰქონდა თანშობილად.
გაიზარდა ბიჭი... მერე რაც იყო, ყველამ იცის.

    მე ამ ბრძოლის ქრონიკებს შემოგთავაზებთ, ჩემეული ხედვით.

1963 წლის 4 ნოემბერი

"ბიტლები" მართავენ კონცერტს დედოფლისთვის  ბუკინგემის სასახლეში...



შეიძლება ყურადღება არ მიგიქცევიათ ჯონის სიტყვებისთვის, რასაც ის სიმღერის დაწყებამდე ამბობს. "For our last number, I'd like to ask your help. Would the people in the cheaper seats clap your hands. And the rest of you, if you'll, just rattle your jewelry." (ბოლო ნომრისთვის მინდა დახმარება გთხოვოთ. ვინც უბრალო სკამზე ზის ტაში დაუკარით.) დანარჩენებმა, უბრალოდ, გააჟღარუნეთ თქვენი სამკაულები)

ეს იყო პირდაპირი დაცინვა არისტოკრატიისადმი, სახეში გალაწუნება უშუალოდ დედოფლისთვის.  აქ ჩანს ლენონისეული დაუდეგარი სულის პირველი გამობრწყინება. სახეზე დააკვირდით ამ დროს, როგორ ეშმაკურად იღიმის! :)

1966 წლის 4 მარტი.

"London Evening Standard"-ში იბეჭდება ინტერვიუ "ბიტლზთან"...

"Christianity will go. It will vanish and shrink. I needn't argue about that; I'm right and I'll be proved right. We're more popular than Jesus now; I don't know which will go first—rock 'n' roll or Christianity. Jesus was all right but his disciples were thick and ordinary. It's them twisting it that ruins it for me".

"ქრისტიანობა გაქრება. ეს უდავოა. ეს სიმართლეა და დადასტურდება კიდეც. ამჟამად ჩვენ იესოზე მეტად პოპულარულები ვართ. პირველი როკ-ენ-როლი გაქრება, თუ ქრისტიანობა, არ ვიცი. იესო ნორმალური იყო, მაგრამ მისი მიმდევრები- მსუქნები და ჩვეულებრივები. სწორედ მათი ხრიკები აფუჭებს ყველაფერს."

   ბევრი შემეწინააღმდეგება, ბევრიც კი გინებას დამიწყებს, მაგრამ მე თუ მკითხავთ, ჯონმა სრული სიმართლე თქვა. "ბიტლზი" მაშინ ღმერთს აჭარბებდა, ამას კი ხალხი ამტკიცებდა საკუთარი საქციელით. ამის დასტურია ჯონის სიტყვები: "ჩვენს ბოლო ტურში ხალხს მოჰყავდა ბრმა და დასახიჩრებული ბავშვები და მათი დედები გვთხოვდნენ: "აკოცე, იქნებ აეხილოს თვალები". ჩვენ არ ვართ უგულოები!"

   ზოგი იტყვის, რომ ლენონის მიზანი, ამ სიტყვებით, მეტი პოპულარობის მოპოვების მცდელობა იყო. არ მქონია, ამ აზრის მქონე ხალხი კარგად ერკვეოდეს "ბიტლზის" შემოქმედებაში და 60-იანი წლების მუსიკალურ კულტურაში. თუ ჩემი არ გჯერათ, გადახედეთ ისტორიას. ამ სიტყვება "ხოჭოებს" პოპულარობა მოუტანა,  განსაკუთრებით ამერიკაში?


   რაღაც ზედმეტად ცნობილი მომენტი მომაგონდა მსოფლიოს უახლესი ისტორიიდან... ახლა კი ჩემი დავალება თქვენ: იპოვეთ 10 განსხვავება.

                                                                     სურათი 1.


                                                                   სურათი 2

 1966 წლის 9 ნოემბერი.

   ჯონი შეხვდა იოკოს Indica Gallery-ში. ეს ალბათ გადამწყვეტი მომენტი იყო მის ცხოვრებაში. "ბიტლზის" დაშლას სულ იოკოს ვაბრალებდი, მაგრამ რაც უფრო კარგად ჩავუღრმავდი ჯგუფში შექმნილ იმდროინდელ სიტუაციას, მივხვდი, რომ ეს ასე არაა. ისეთი ორი გენია, როგორიც ლენონი და მაკარტნი იყვნენ ერთად ვერ იარსებებდნენ.
   "ამდენხანს თუ იყვნენ ერთადო?"- იკითხავს მკითხველი. კი ბატონო, ასე იყო, მაგრამ ყველა იზრდება და იცვლება, მოგვწონს ეს თუ არა. თუ არ გჯერათ დააკვირდით "ხოჭოების" საწყის და ბოლო პერიოდის სიმღერებს. კონტრასტი აშკარაა. თანაც უნდა გავითვალისწინოთ ჰიპური მოძრაობის განვითარებაც იმ პერიოდში. ჯონი ხომ თანშობილი პაციფისტი გახლდათ! ჯონი რადაც იქცა, "ბიტლზის" შემდეგ, მეტწილად ონოს დამსახურებაა.

1968 წლის  11 ნოემბერი.

ამერიკაში მზის სინათლე იხილა ალბომმა Unfinished Music No 1: Two Virgins.

ჯონისა და იოკოს ეს ერთობლივი  ნამუშევარი, წმინდა მუსიკალური თვალსაზრისით, არაფრისმომცემია. მთავარი ალბომის გაფორმება გახლდათ.


                                                              ალბომის წინა მხარე
                                                              ალბომის უკანა მხარე



   ხვდებით, ეს რამხელა პროვოკაციაა? 
   მე თუ მკითხავთ ამით ლენონმა დაარღვია ყველა არსებული საზოგადოებრივი დოგმა, გაექცა ხალხის გონებაში ჩაბუდებულ და დადგენილ უაზრო ჩარჩოებს და დადგა მათზე მაღლა. მან ამით გამოხატა ხელოვანის სრული თავისუფლება.


1969 წლის 25 მარტი. დილის 9 საათი.

   ჯონი და იოკო, Amsterdam Hilton-ში, იწყებან აქცია- პერფორმანსს სახელწოდებით bed-in for peace.

   ეს გახლდათ რადიკალური პროტესტი ყბადაღებული ვიეტნამის ვიეტნამის ომის წინააღმდეგ. ლენონის სიტყვა, უკვე აღარ არის უბრალოდ ჰაერში გათქმული ბგერები. მას უკვე ათიათასობით პაციფისტი ისმენს და ითვალისწინებს. ის ხდება სულისჩამდგმელი, მედროშე, იდეური მმართველი ჰიპებისა, მილიტარიზმთან ბრძოლაში. იმისათვის, რომ წარმოდგენა შეიქმნათ, ჯონის იმდროინდელ აზროვნებაზე, საინტერესო ფილმს გთავაზობთ.





1969 წლის 1-2 ივნისი.

ჩაიწერა პაციფისტური მოძრაობის ჰიმნი Give Peace A Chance


 ამას ჩემი კომენტარი ნამდვილად არ სჭირდება.

4 comments:

  1. აჰა, მაინც გაყოფა გადაგიწყვეტია... ოკ, დაველოდოთ შემდეგს :)

    ReplyDelete
  2. რა ვქნა, ასე გამოვიდა! :) ხვალ დავასრულებ.

    ReplyDelete
  3. "ჯონი რადაც იქცა, "ბიტლზის" შემდეგ, მეტწილად ონოს დამსახურებაა" - არ ვიცი, სწორად გაგიგე თუ არა, მაგრამ ვერ დაგეთანხმები, თუ თვლი, რომ იოკომ რაიმე გავლენა იქონია ჯონზე. "ბიტლზი" იოკოს არ დაუშლია, ჯონი ვეღარ თავსდებოდა "ბიტლზის" კონტექსტში, უკვე სხვა არეალი სჭირდებოდა. რაც შეეხება იოკოს, ის თავადაც ჯონის მსოფლმხედველობისა და ცხოვრების წესის ნაწილი იყო, შთაგონების წყარო, მაგრამ გავლენა? არამც და არამც...
    კამათს არ ვაპირებ, ჩემი აზრი გამოვთქვი მხოლოდ :)

    ReplyDelete
  4. კამათს არ ვაპირებ, ჩემი აზრი გამოვთქვი მხოლოდ :) -ეს კაი იყო. რათქმაუნდა ამ აზრს არსებობის უფლება გააჩნია, მითუმეტეს, რომ მარტო შენ არ ფიქრობ ასე! :)
    მე ვფიქრობ, მან ხელი შეუწყო ლენონის ტალანტის სრულად წარმოჩენას, ეს კი თავისდავად გავლენად მიმაჩნია :)

    ReplyDelete