დიმიტრი ლიპარტელიანი, ერთი ჩვეულებრივი, საშუალო დონის სტუდენტი.
დიტოს უყვარს:
- როდესაც დამტვერილ ფირფიტას სულ უბერვს და ფირსაკრავზე დებს.
- როდესაც ხედავს, როგორ ეხება ნემსა ფირფიტას და ამ დროს გამაძლიერებლებში ( "დინამიკებში") შიშინის ხმა ისმის.
- დამტვერილი წიგნის ყდაზე ხელის გადასმა.
- ძველი წიგნების უცნაური სურნელი.
- მშრალი ხიდის ბაზრობაზე ეულად გასეირნება და ამ დროს Yann Tiersen-ის მოსმენა.
- ამავე ბაზრობაზე საბრძოლო მედლებთან დახრა და მათზე ხელის გადასმა.
- როდესაც უცნობთა ძველ საოჯახო ფოტოებს ათვალიერებს და თავს მათ ადგილას წარმოიდგენს.
- ხმა, რომელსაც სახამებლის პარკი გამოსცემს ხელის მოჭერისას.
- ლობიოს პარკში ხელის ჩაყოფა და მაღლა ისე ამოწევა, რომ მარცვლები მაჯაზე დაგორდეს.
- ადუღებული რძის თავის კოვზით მოხდა და გადაყლაპვა
- როდესაც ღამით თოვს და სრულიად მართო მიაბიჯებს ლამპიონების ქვეშ.
- ფილმის ცქერისას ნაცნობი მსახიობის დანახვა და მისი სხვა როლების გახსენება.
- როცა კინოთეატრში, პოპკორნის ჭამისას, თითებს მალულად ილოკავს.
- როცა მეტროს ვაგონში ხალხს სახეებზე აკვირდება.
- არეული ნივთების უფრო მეტად არევა და ქაოსის შექმნა.
- ძილი, როცა გარეთ წვიმს და სიცივეა.
- საბნის თავზე გადაფარება, ისე, რომ გარეთ მხოლოდ ცხვირი დარჩეს.
- ცივი ცხვირის მაჯაზე დადება.
- ავტობუსში ჯდომისას წინა სკამზე მუხლების ისე მიდება , რომ ორივე ფეხი ჰაერში ქანაობდეს.
- სამგზავრო ბილეთისაგან თვითმფრინავის გაკეთება.
- უაზრო სიტყვათშეთანხმებების მოფიქრება.
- საოპერაციოდან გამოსვლის შემდეგ ჩაჩის მოხდა და თმის გასწორება.
- როცა ფირფიტაზე ნაკაწრს პოულობს.
- როცა ხედავს, რომ ფირფიტებს უდიერად ექცევიან.
- როცა მუსიკის მოსმენას აწყვეტინებენ.
- როცა ფილმის შინაარს ვერ ხვდებიან და მასზე საშინელებებს საუბრობენ.
- როცა წიგნის გვერდს კეცავენ ჩასანიშნად.
- როცა სოციალურ ქსელში ნახულობს სტატუსს: "ძაან მაგარი დღე იყოოოოო"
- როცა ვინმეს მის თვალწინ დასცინიან.
- როცა მათხოვარს ან ფსიქიურად გაუწონასწორებელს ამცირებენ.
- როცა თმაზე ეხებიან.
- როცა მას უყურებენ და ჩურჩულებენ.
- როცა ლაპარაკისას ხმოვნებს წელავენ.
- "ჯეოსტარი"-ს და "ნიჭიერი"-ს "პრიკოლების" ყურება.
- როცა "აღვნიშნე"-ს ნაცვლად ამბობენ "ავღნიშნე".
- როცა უხერხულ სიტუაციებს წააწყდება ხოლმე.
- სველ ტანზე მაისურის ჩაცმა.
- როცა ფრჩხილს რამეს წამოჰკრავს.
- ხმა, რომელიც ისმის რკინაზე ხის ნაფოტის გასმისას, ჩანგლის- თეფშზე გასმისას.
- როცა მისი თანდასწრებით ვინმეს ეპირფერებიან.
- როცა ფილმის ყურებისას ტირის და ამ დროს მას უყურებენ.
პოპკორნი მომეწონა :)
ReplyDeleteდა ის გამახსენდა, შენს სახლში რამხელა სიამოვნება განიცადა ჯერ ჩემმა თვალმა, მერე ყურმა და ენამ იმ დღეს :D
,ამელი'... შემო მერე ჩემთან, თუ დავასრულე წერა იმის :)
აბა! მთელი სიამოვნება იყო ის დღე. ხელოვნება გაგიზიარე:)ამ დღეებში მოგიწვევ და მერე მე ვიცი! :D
ReplyDeleteშემო ჩემთან, და ბოლო პოსტი ნახე. კომენტარებიც. დროზე მოასწარი და დაწერე რამე ტიერსენის მუსიკაზე ამელიში (იმ ფილმს ცალკე მიუძღვენი, ჩვენ რო ვიცით)
ReplyDeleteაუ, კიდე თავიდან ვკითხულობ ამ პოსტს. ეს ფილმი რო ვნახე პირველად, მაშინ მომივიდა აზრად თუ რაღცად ასე გამომეყო რა მომწონდა და რა არა. მაგარი მიგნებაა, ისე :)
რავიცი, რა, რა დამღლის ამ ფიმზე საუბრისას :)
რათქმაუნდა "იმ" ფილმს ცალკე განვიხილავ და ვატყობ კრიტიკის ქარცეცხლი დამატყდება, მაგრამ არ მადარდებს! :)
ReplyDeleteეს იდეა უნდა მოვიპარო მეც, მაგრამ რაც გიწერია იმის 80% ჩემიცაა :))
ReplyDeleteომარ საღამოს უნდა გაგესაუბრო ამ ფილმზე :))
მომეწონა ბლოგი, თან ძალიან.. ახლობელია რაღაცნაირად.. :) Well done :)
ReplyDelete,,გაგრძელება იქნება... (?)''
ReplyDeleteრა თქმა უნდა, იქნება, ,,ჩემი დიტო'' ამით ამოწურული ვერ იქნება! იმდენი ნიუანსია დარჩენილი, როომ... :D
სწორი ხარ ომ! მივამატებ მერე რაღაცეებს და ახალ პოსტსაც დავამზადებ:)
ReplyDelete