Pages

Tuesday, April 5, 2011

Yann Tiersen- მუსიკა, რომელიც გაკეთილშობილებს...

   ჩემი მასთან გაცნობა მეტად უცნაურად მოხდა. ეს იყო 2003 ან 2004 წელი, სამწუხაროდ ზუსტად არ მახსოვს, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს.
  მორიგი ჩვეულებრი დღე იყო, სანამ საღამოს ფილმის შესახებ რეკლამა არ ვნახე. ფილმს ყურადღებას არ მივაქცევდი, რომ არა მუსიკა, რომელიც რეკლამას ფონად გასდევდა...
   
   გვიან ღამემდე შემოვრჩი "ეშმაკის ყუთად" წოდებულ მოწყობილობას. ვგრძნობდი, რაღაც ახალი ხდებოდა ჩემს თავს... საკმარისი იყო ფილმის პირველი სცენა მენახა, მივხვდი: ეს ჩემი ფილმია! მას შემდეგ 7-8 წელი გავიდა, მაგრამ დღესაც "ამელი"-ს ყურებისას ყველაფერს ისე განვიცდი და ისევე ვტკბები, როგორც წლების წინ, გვიან ღამით ტელევიზორს მიშტერებული ბავშვი.
   და მაინც, როგორი იქნებოდა ეს ფილმი იან ტიერსენის მუსიკის გარეშე? ექნებოდა ის მაგიური ძალა, რითაც დღესაც აჯადოებს მაყურებელს? ამ თემაზე მხოლოდ ვარაუდს თუ გამოვთქვამთ...
     მუსიკალური გაფორმებას რომ უდიდესი როლი ენიჭება სინემატოგრაფიაში ეს უდავოა. წარმოიდგინეთ სცენა ტრილერიდან, სადაც მკვლელი მსხვერპლს ზურგიდან ეპარება, და ამ დროს კი ეპიზოდს დაახლოებით ასეთი მუსიკა ადევს:

    ალბათ მიმიხვდით რისი თქმა მსურს...
     Yann Tiersen-ის შესახებ მხოლოდ ერთი რამ შემიძლია ვთქვა... ის გენიალურია!!!
     ეს არის სიყვარულის მუსიკა,  საოცრად ფერადი, თბილი ჰანგები, რომელიც წაგიყვანს სადღაც შორს სიკეთისა და სათნოების ქვეყანაში. ამ, ერთი შეხედვით, მარტივი მელოდიების უკან საოცარი სიღრმეები გადაგეშლება თვალწინ. უსმენ და გიხარია რომ ცოცხალი ხარ, აქ ხარ ადამიანთა შორის და თან სადღაც სხვაგან დაფარფატებ. თითქოს მსუბუქი ხდები, ყველა და ყველაფერი გიყვარს და სიყვარულს უსურვებ. ოცნებობ, კუპიდონი ციდან დაეშვას და ცოტა ხნით გათხოვოს თავისი მშვილდი, რომ შენც შეძლო სიყვარულის გავრცელება.
    იანის თითოეულ სიმღერაზე შემიძლია დაუსრულებლად ვისაუბრო, მაგრამ ამ პოსტში მხოლოდ "ამელი"-ს საუნდტრეკებს შევეხები.

   ფილმის პირველივე კადრებიდან ვხედავთ ამელის მარტოსულ, მაგრამ მეტად საინტერესო ბავშვობას და მუსიკასაც გადავყავართ სხვა განზომილებაში. მელოდია ისეთია, რომ საოცრად მარტოსული გეჩვენება თავი. შეუძლებელია ამ დროს მელანქოლიამ არ შეგიპყროს და წარსულის სევდიანმა, მაგრამ ტკბილმა მოგონებებმა არ შეგახსენოს თავი...
    იგივე მელოდია ადევს სურათს მუსიე ბრეტოდოსა და ამელის შეხვედრისასაც, ოღონდ ამჯერად კომპოზიცია სრული სახით წარმოგვიდგება...

   უსმენ, და მთელი განცდით გრძნობ იმ სევდას და სიხარულს, რასაც შუა ხნის მამაკაცი განიცდის საკუთარ ბავშვობასთან შეხვედრისას. აღნიშნული სცენა საკვანძოა ამ ფილმში და ამ ჰანგების გარეშე სრულიად უფასური იქნებოდა...

   როგორი უნდა იყოს მუსიკა, როცა მზად ხარ გიყვარდეს ყველა და დახმარება გაუწიო მათ?  მხოლოდ და მხოლოდ ასეთი:

   ეს მელოდია ყოველთვის მეხმარება ძალების მოკრებაში და საოცრად დადებითი ემოციებით მმხუტავს. მის შესახებ ცალკე გიამბობთ მოგვიანებით...
    საოცრად მრავალფეროვანია ტიერსენის მუსიკალური სამყარო და ის ამ ერთ პატარა პოსტში ნამდვილად ვერ ჩაეტევა. (მე არ ვაპატიებ ამას საკუთარ თავს!)
    ფილმში გამოყენებული ყველა კომპოზიცია აქ რომ განვიხილო, ინტრესს დაკარგავთ, რაღაც ხომ უნდა დაგიტოვოთ, რომ დაინტერესდეთ. მხოლოდ ერთს გეტყვით, უსმინეთ მუსიკას სრულიად მშვიდ მდგომარეობაში, დახუჭეთ თვალები და ჩაიძირეთ იან ტიერსენის ჰანგთა საუფლოში, საიდანაც თავის დაღწევა არც იფიქროთ...

P.S. პოსტის დასაწყისში ფილმის ძირითადი საუნდტრეკია. ვისაც ერთხელ მაინც უნახავს  სურათი, აღნიშნული კომპოზიციის მოსმენისას უმალ გაიხსენებს ამელი პულენსაც. ეს კიდევ უფრო ნათლად მეტყველებს იმ ფაქტზე, რომ იან ტიერსენის მუსიკა და "ამელი" განუყოფელი ცნებებია.

P.P.S. კინაღამ დამავიწყდა! იცნობდეთ, ადამიანი რომელიც სიკეთის და სიყვარულის მუსიკას ქმნის...

5 comments:

  1. აი, მოვაღწიე,ძლივს. შევეცადე ჯერ უმუსიკოდ წამეკითხა ტექსტი, ყველანაირი ჩართულობის გარეშე, მაგრამ არ გამოვიდა :)
    კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ და კიდევ ერთხელ ვკითხულობ :)
    ჩემი პოსტი გამიხარდა :d

    ReplyDelete
  2. ამელი ტიერსენის გარეშე და ფელინი ნინოს გარეშე კიდო :)

    ReplyDelete
  3. ჩემი სათქმელია ამ პოსტში, უბრალოდ მე თავი ვერ მოვუყარე სიტყვებს :)) როგორ მიხარია ამდენს რომ უყვარს "ამელი" და იან ტიერსენი <3

    ReplyDelete
  4. ადამიანს ხელოვნება თუ ოდნავ მაინც გიყვარს, წარმოუდგენელია "ამელი" და ტიერსენი არ მოგწონდეს მაინც!
    ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ "ამელი" უაზრო ფილმია, ჩემ თვალში ყოველგვარ ფასს კარგავს....

    ReplyDelete
  5. ნამდვილად მართალი ხარ :))
    http://salomebaqradze.blogspot.com/2011/04/life.html თუ დაგაინტერესებს წაიკითხე, მეც მიწერია ტიერსენზე :)

    ReplyDelete