- ორიოდ წლის წინ ახალი წლის ღამეს ცხელ აბაზანაში ჩაწოლილი ვსვამდი შამპანურს პირდაპირ ბოთლიდან.
- შარშან ახალი წლის ღამეს, ფეიერვერკების შემდეგ სახლში სინათლის ყოველგვარი წყარო გამოვრთე და მთელი ღამე ვცეკვავდი ვალსს ამ მელოდიაზე...
- გასული წლის 25 ივნისს ბირლზის ლეგენდარულ სიმღერას All You Need Is Love-ს 43 წელი შეუსრულდა :) ამის აღსანიშნავად აივანზე გამაძლიერებლები დავდგი და დაახლოებით 2 საათის განმავლობაში ბოლო ხმაზე ჩართულ სიმღერას ვასმენინებდი სამყაროს.
- წელს იეჰოვას სექტის წარმომადგენლის გონებაგამაწყალებელი საუბარი რომ ამერიდებინა თავიდან, განვუცხადე, რომ ათეისტი ვარ (რაც რაღაც დოზით სიმართლეცაა). ხრიკმა მოლოდინი გაამართლა.
- წინა სემესტრში ყველა საგანზე ერთი მეცადინეობა მაინც მეძინა. დამადასტურებელი დოკუმენტური მასალებიც არსებობს :) :)
- 2011 წლის 2 მაისს, 01:59-ზე კომპიუტერთან ვზივარ და თქვენთვის ამ პოსტს ვწერ! :)
P.S. თუ კიდევ გამახსენდება რამე დავამატებ! :)
ამაზე უნდა დაგეთაგეთ :))))) მაგრამ რადგან არ გააკეთე მე მაინც გავაგრძელებ და გავავრცელებ ამ თემას :))))
ReplyDeleteტიერსენზე ვალსის ცეკვა კარგი იდეაა სხვათაშორის ;)
მართლაც საოცრებაა ამ ვალსზე ცეკვა :) შენ წარმომიდგენიხარ, მით უმეტეს :)
ReplyDeleteფაქტები, რამდენიც გინდა! ერთი სურათი მაინც გაგეჩრა სადმე აქ :D
იეჰოვას საგალობლები არ გინდოდა აქ? :D
შამპანური აბაზანაში, მართლაც რო გაასწორებდა :) შარშან მარტომ გავატარე ახალი წლის ღამე და ჩემზე ბედნიერი აავინ მეგულებოდა. ახლა მივხვდი რომ შევცდი :)
ძილის სურატების მთელ კოლექციას დავდებ შემდეგ! თან არამარტო ჩემსას:)
ReplyDeleteდათაგვა არ ვიცი, თორე რატომაც არა? :)
ReplyDeleteუბრალოდ დაწერე ვის თაგავ და ეგაა :)))))
ReplyDelete^^ სიტყვებით ვერ გადმოვცემ ისე მომეწონა =)
ReplyDeleteკარგია აქაურობა, ბლოგროლში გამატებ =)
MaIkOoOoOo ⌃_⌃ კეთილი იყოს შენი მობრძანება პეპერლანდში! მადლობა კომენტარისთვის! :)
ReplyDelete