Pages

Sunday, May 8, 2011

მე რომ შეყვარებული ვიყო...

  • 2 უარის შემდეგ, მესამედ არ ავუხსნი სიყვარულს.
  • სახლის წინ არ დავუწერ ცეცხლით: "მიყვარხარ".
  • არ დავუხატავ სადარბაზოს კედლებზე გულებს.
  • არ დავურეკავ ყოველ 5 წუთში და არ ვეტყვი, რომ მიყვარს.
  • არ გავატარებ მასთან  ჩემს მთელ თავისუფალ დროს.
  • არ მივატოვებ მეგობრებს და ჩემს საყვარელ საქმეს.
  • არ ვუყიდი  თაიგულებს და ძვირფას საჩუქრებს.
  • დაბადების დღეზე არ ვაჩუქებ პლუშის გიგანტურ დათუნიას.
  • თუ მძინარეს დამირეკავს და გამაღვიძებს არ ვეტყვი: "გამიხარდა შენი ხმის გაგონება".
  • მისი ხათრით ვერ შევიცვლი მუსიკალურ გემოვნებას.
  • მისი ხათრით არ დავანებებ მოწევას თავს.
  • არ წავაკითხებ ჩემს SMS-ებს.
  •  არ მივაკარებ ჩემს ფირფიტებს და ფირსაკვრს.
  • არ ვეტყვი ჩემს პაროლს ინტერნეტ-სამყაროში.
  • არ წავიყვან კინოში "უკანა რიგში დასაჯდომად".
       და ამ ყველაფრის წაკითხვის შემდეგ, მე გეკითხებით თქვენ: მეშველება რამე?  : )

9 comments:

  1. ki dito rom shegiyvardeba geshveleba :)

    ReplyDelete
  2. რა ცუდი შეყვარებული იქნებოდი :))
    არ მივატოვებ მეგობრებს და ჩემს საყვარელ საქმეს.
    არ მივაკარებ ჩემს ფირფიტებს და ფირსაკვრს
    ამ ორში არ გეთანხმები, სხვა ყველაფერში 100% !

    ReplyDelete
  3. არავითარ ძალას არ შეუძლია დამავიწყოს მეგობარი და ის მიზანი რაც ცხოვრებაში მაქვს დასახული. ფირფიტებს და ფირსაკრავს კი ვერავის მივაკარებ. მას მხოლოდ მე ვრთავ და მე ვთიშავ. იგი ჩემთვის უბრალოდ ნივთზე მეტს ნიშნავს. რა ვქნა? ასეთი უცნაურობები მახასიათებს : )

    ReplyDelete
  4. ხო, მაგრამ ერთი მეორესგან უნდა გამიჯნო. გოგოსთვის იმაზე დამამცირებელი არაფერია, როდესაც ვიღაცას ამჯობინებენ მის თავს :)
    ფირსაკრავს რაც შეეხება რა იცი, იქნებ მასაც უყვარდეს ფირფიტები? ბავშვური "ჩემია და არ გათხოვებ" გამოგდის :)) ;)

    ReplyDelete
  5. მე მშობლები მიყვარს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მეგობრებს ვანაცვალებ მათ თავს! უბრალოდ, არ შემიძლია მეგობრებთან ერთად ყოფნისას ავდგე და მათ ვუთხრა: ბოდიში ძმებო, ჩემი სიცოცხლე მირეკავს და ახლავე უნდა გავიქცე! :)
    უყვარდეს, მაგრამ მე მის ფირსაკრავს არ ვეხები, ის ჩემსას. არ მინდა გეგონოთ, რომ ეს ნივთი (პირობითად) გაფეტიშებული მყავს, მაგრამ ოჯახის წევრებსაც კი არ აქვთ უფლება მას მიეკარონ. მაგალითად თქვენ: მისცემთ ვინმეს უფლებას თქვენი ოცნებით ითამაშოს? მით უმეტეს შემთხვევით რაიმე რომ დაუზიანოს?

    ReplyDelete
  6. გეთანხმები. და კიდევ ჩემეულებს დავამატებ ბევრს. ხანდახან ოჯახის შექმნაზე რო დავფიქრდები, ვხვდები, იმდენ რამეს ვერ დავთმობ, რომ სჯობს არც მყავდეს. ან ერთი წლის მერე მეგობრებად დავრჩეთ (მაგარს ვიცინი ამ ფრაზაზე) :D მინდა ხანდახან ეგოიზმი დავთმო მაგრამ ვერ ვთმობ და არც ეგოიზმი ჰქვია ამას, მგონი, როგორც ამიხსნეს :D

    ReplyDelete
  7. არა დიტო, მაგას არ ვგულისხმობ. ჩემი აზრით შეყვარებული (ოღონდ ნამდვილი) მეგობარიც უნდა იყოს და მეტიც :) ამიტომაც თუ ნამდვილი სიყვარულია ორ ადამიანს შორის, მათ ერთმანეთის მეგობრებიც ეყვარებათ და ასე გამიჯვნა აღარ იქნება საჭირო :) გისურვებ იპოვო ეგეთი ;)
    რაც შეეხება ფირსაკრავს, მაგაზე ვერ შეგეკამათები იმიტომ, რომ საწინააღმდეგო არგუმენტებს ვერ ვპოულობ, სამწუხაროდ :))

    ReplyDelete
  8. იმედია უკეთესობისკენ შემცვლის როგორმე, მაგრამ.... ეჰ, რა ვიცი, რა ვიცი... : )

    ReplyDelete
  9. მე თუკი ვარ:

    - ჩემთვის სიყვარული საერთოდ არ აუხსნია ტრადიციული გაგებით;
    - აზრადაც არ გაუვლია, კიდევ კარგი;
    - არც ეგ;
    - არც ეგ, მესიჯებს თუ მომწერდა;
    - არ მოხერხდება ეგ და გასაგებია სავსებით;
    - რატომ უნდა მიატოვოს? პირიქით, ხელს ვუწყობ :) ;
    - არ გაუკეთებია და არც მჭირდება, მხოლოდ ერთი-ორი ძალიან მნიშვნელოვანი შემთხვევის გარდა;
    - არც ეგ გაუკეთებია და არც მინდა;
    - ერთი-ორჯერ მომხდარა, მაგრამ არც უსაყვედურია; ისე, რატომ უნდა შევაწუხო მძინარე? ;
    - ეგღა აკლია კიდევ! რომც არ გვემთხვეოდეს, არ იქნებოდა პრობლემა;
    - არც ეგაა პრობლემა;
    - არც მინდა;
    - მასაც აქვს ეგეთი ძვირფასი ნივთი და არც ვაპირებ ხელის ხლებას, ძალიან კარგად ვაცნობიერებ რა მათ მნიშვნელობას;
    - რად მინდა?
    - არც ვყოფილვართ და არც წავალთ!

    ყველაფერი კარგად იქნება, მთავარია, ერთმანეთი იპოვოთ! :)

    ReplyDelete